კრიტიკული ზღვარი

აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბა. ვაშინგტონი 52 ირანულ სამიზნეზე იერიშით დაიმუქრა. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ თეირანი ირანელი გენერლის მკვლელობის გამო შურისძიებას შეეცდება. ირანის მთავრობა კი ვაშინგტონს რეგიონიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანისკენ მოუწოდებს. ანალოგიური მოთხოვნა აქვთ ერაყელ დეპუტატებსაც, რომლებმაც დღეს საგანგებო სხდომაზე შესაბამისი რეზოლუცია მიიღეს.