კრიტიკული დაძაბულობა აშშ-ჩინეთს შორის

მსოფლიოში არსებული გლობალური საფრთხეების და ფართომასშტაბიანი ომის ფონზე კრიტიკულად იძაბება ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობა.

ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში უთანხმოებას, ტაივანის ირგვლივ შექმნილი რთული ვითარება ამძაფრებს. ჩინეთი აშშ-ს მოუწოდებს, უარი თქვას ტაივანის სამხედრო-პოლიტიკურ მხარდაჭერაზე და ახალ ცივ ომზე, რათა იდეოლოგიური დაპირისპირებები და კონფრონტაციული გეოპოლიტიკური შეჯიბრებები თავიდან აიცილონ. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის, ნენსი პელოსის სურვილი, ეწვიოს ტაივანს და მხარდაჭერა ადგილზე დაუდასტუროს. ჩინეთი აგრესიული პასუხით იმუქრება.