საგარეო საქმეთა სამინისტროში მაკა ბოჭორიშვილისა და პაველ ჰერჩინსკის შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის ელჩის კრიტიკის მიზეზი გახდა. შეხვედრა გუშინ გაიმართა. პაველ ჰერჩინსკიმ ბოჭორიშვილთან მიმდინარე მოვლენებზე შეშფოთება დააფიქსირა. კრიტიკა გამოთქვა ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ჟიგიმანტას პავილიონისმა სოციალურ ქსელში დაწერა, – „გრცხვენოდეს, პაველ ჰერჩინსკი, თქვენ არ წარმოადგენთ ევროკავშირს“, ამასთან, მან მოუწოდა ევროპარლამენტარებსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტების პირველ პირებს, გაიზიარონ ეს გზავნილი.
პაველ ჰერჩინკის მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის გამო აკრიტიკებს ლატვიელი ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსიც. კოლსის თქმით, ევროკავშირის მიერ „ქართული ოცნების“ პროპაგანდის გამართლება მიუღებელია. საკითხს გამოეხმაურა მამუკა მდინარაძე.