ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის მოახლოებასთან ერთად მწვავდება საერთაშორისო ზეწოლა.
რეზონანსული აღმოჩნდა შვედეთის ყოფილი პრემიერის და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარის განცხადება, სადაც კარლ ბილდტი ევროკავშირს მოუწოდებს, გადაწყვიტონ, ვის მიიჩნევენ 29 დეკემბრის შემდეგ საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ხელისუფლებას პოლიტიკური კრიზისის დასრულებისკენ და ევროკავშირის გზაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს. ანალენა ბერბოკი ქვეყანაში 28 ნოემბრის შემდეგ მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს ეხმაურება და მმართველ გუნდს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის განზრახ გადადებაზე მიუთითებს. ავტორიტარული, საგანგაშო უკუსვლა, არაპროპორციული ძალადობა დემონსტრანტების მიმართ – გერმანიის პირველი დიპლომატის გზავნილები საკმაოდ მწვავე და კრიტიკულია. საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებს არანაკლებ მძიმე რეაქციები მოჰყვა მმართველი გუნდის ლიდერებისგან.