„ქართლი ოცნება“ ხელისუფლებაზე ზეწოლის ნაწილად მიიჩნევს ბრიუსელის კრიტიკას და ფაქტს რომ 18 ნოემბერს ჩანიშნული გაფართოების ფორუმი ქართული მხარის გარეშე შედგება. მათი თქმით არგუმენტები რომლიც დასახელდა ფორუმზე არ მიწვევის მიზეზად ადასტურებს ბრიუსელის პოლიტიკის ორმაგ სტანდარტს. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს რომ ეს მოცემულობა მიუთითებს არაევროპულ ღირებულებებზე. გაფართოების ფორუმი რომლის ორგანიზატორიც ევროკომისიაა ბრიუსელში 18 ნოემბერს უნდა გაიმართოს. გუშინ ევროკომისიის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფების პოლიტიკის გამო ქვეყნის წარმომადგენლობა მიწვეული არ არის.