კრისტოფერ ნოლანის „ოდისეა“ - დიდი პრემიერის მოლოდინი

„ოდისეას“ მოლოდინში. კრისტოფერ ნოლანის მძაფრსიუჟეტიანი ეპიკური ფილმი მსოფლიო კინოეკრანებზე 16 ივლისს გამოვა. ინტერესი დღითი-დღე იზრდება. სურათი ჰომეროსის „ოდისეას“ ადაპტაციას წარმოადგენს და მოგვითხრობს ოდისევსის 10-წლიან მოგზაურობაზე. ახალ სურათში ოდისევსის როლს ამერიკელი მსახიობი, მეთ დეიმონი ასრულებს. ფილმში ნამდვილი ვარსკვლავთცვენაა: ტომ ჰოლანდი, ენ ჰეთეუეი, შარლიზ ტერონი და სხვა ცნობილი მსახიობები ოდისეას გმირებს გააცოცხლებენ. ფილმის ბიუჯეტი 250 მილიონ დოლარს შეადგენს.