კრისტიან დანიელსონის ვიზიტი თბილისში

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი თბილისში შეხვედრებს განაგრძობს. ამ წუთებში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ელოდებიან, მანმადე კი შეხვედრა გაიმართა არასამთავრობო სექტორთან.

შვედმა დიპლომატმა დღეს მედიისთვის პრესკონფერენციაც გამართა. კრისტიან დანიელსონმა ევროკავშირისთვის საქართველოს მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი როლია, პოლიტიკური დიალოგის მონაწილეებს დაეხმაროს მნიშვნელოვან პროცესში პროგრესის მიღწევაში.

თამარ წიკლაური გაგვაცნობს შვედი დიპლომატის გზავნილებს.