კრისტიან დანიელსონის შეფასება

ჯერ კიდევ გვაქვს დრო და ვაპირებთ, რომ მუშაობა გავაგრძელოთ, – აცხადებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი. საქართველოს პირველი არხის კითხვაზე – არსებობს თუ არა შეთანხმების მიღწევის იმედი, დანიელსონმა აღნიშნა, რომ „ეს არის სწორედ ის, რისთვის მუშაობენ“.