კრისტიან დანიელსონი თბილისშია

შვედი დიპლომატი, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ახლა მთავარი მომლაპარაკებელია, ისევ თბილისშია. კრისტიან დანიელსონი საქართველოში სამ დღეს დარჩება. იქნება თუ არა ეს დრო საკმარისი მხარეებს შორის პოზიციების დასაახლოებლად, თუ წინა ვიზიტის მსგავსად, პროცესები დროში გაჭიანურდება, – ამ ეტაპზე უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი დღეს დახურულ კარს მიღმა დიპლომატებს შეხვდა. პირველი კომენტარი კი მან აეროპორტშივე გააკეთა და თქვა, რომ ახლა კომპრომისის დროა.

 

დატოვე კომენტარი