"კრინიცას" საერთაშორისო ფორუმი

დამოუკიდებლობის 100 წლის საიუბილეო მილოცვებთან ერთად, დღეს დედაქალაქში საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებიც ისმოდა. სლოვაკეთი მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებასა და რეფორმების განხორციელების პროცესში მის გვერდით დგას. გაიხსნა ეკონომიკური ფორუმიც, რომელიც საქართველოს, პოლონეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა და ასევე პრემიერმა კვირიკაშვილმა წარადგინეს.

კრინიცას” საერთაშორისო ფორუმს, რომელიც თბილისში პირველად ტარდება, ათამდე ქვეყნის 300-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.