„კრიმანჭულის ქურდები“-ს ამბავი ქართულ ფილმში - ვინ ვის მოპარა პოლიფონია და როგორ ითამაშეს გურულებმა გურულები

კინო-ეკრანზე გადატანილი რეალური ამბავი.

„კრიმანჭულის“ გამო ერთმანეთთან დაპირისპირებულ ოჯახებს ბოლოს ისევ ცნობილი გურული სიმღერა აერთიანებთ. ეს არის მოკლე შინაარსი მოკლემეტრაჟიანი ფილმის, რომელიც რეჟისორმა ხათუნა ხუნდაძემ გურიაში არაპროფესიონალი მსახიობების მონაწილეობით გადაიღო.

გამორჩეული გურული იუმორი და „კრიმანჭულის“ შესრულების განსხვავებული სტილი – რეჟისორმა გურული კულუტურის წარმოსაჩენად გამოიყენა. ფილმში მოისმენთ ანსამბლ „ეროსიონის“ მუსიკას. კინოსურათისთვის სპეციალურად შეიქმნა საუნდტრეკიც.