კრემლის სანქციები საქართველოს

ფრენების აკრძალვის შემდეგ რუსეთმა, შესაძლოა, შეზღუდვები ქართული ღვინის ექსპორტზეც დააწესოს.

„როსპოტრებნადზორი“ პროდუქციის ხარისხის კონტროლს ამკაცრებს. გამაფრთხილებელ განცხადებაში უწყება საქართველოდან იმპორტირებული ღვინის ხარისხის გაუარესებაზეც მიუთითებს. რაც შეეხება ავიამიმოსვლას, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანების მიხედვით, 8 ივლისიდან რუსული ავიაკომპანიები საქართველოში ფრენებს დროებით ვეღარ შეასრულებენ.

ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტრომ ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ქართული ავიაგადამზიდების მიმართაც. შესაბამისი წერილი თბილისში უკვე გამოგზავნილია. დროებითი აკრძალვა ტურიზმზეც ვრცელდება.

სანდრო ჯუფალაკიანი არკვევდა, როგორ აისახება აკრძალვა ქართულ ტურიზმზე. ბოლო სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობის მხრივ პირველ ადგილზე სწორედ რუსეთია.