კრემლის მუქარა და თბილისის პასუხი

მოსკოვი თბილისს აფრთხილებს. რუსეთი ამჯერად საქართველოში მარტში დაგეგმილი ნატო-ს სამხედრო წვრთნებით არის შეშფოთებული. ერთობლივი სწავლების გამართვის შემთხვევაში კრემლი რეაგირებით იმუქრება.

როგორც ჩანს, მოსკოვს მხოლოდ წვრთნები არ აღელვებს. ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შემდეგ სერგეი ლავროვის მოადგილე „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიების“ შედგენაზე ნეგატიურ პოზიციას კიდევ ერთხელ აფიქსირებს და არ გამორიცხავს, რომ მსგავსმა პროვოკაციულმა ნაბიჯმა გალის და ერგნეთის შეხვედრების აღდგენის საკითხი ეჭვქვეშ დააყენოს.

თავის დროზე სწორედ გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის საქმეების განხილვის მოთხოვნის გამო ჩაშალეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა შეხვედრები გალსა და ერგნეთში.

რუსი მაღალჩინოსნების ინტერესის არეალში რჩება თბილისში 2013 წლიდან მოქმედი ლუგარის სახელობის კვლევითი ლაბორატორიაც.