კრემლის ახალი მისია

ვლადიმერ პუტინი ისლამურ სამყაროში ახალ მეგობრებს ეძებს. სირია, ეგვიპტე და თურქეთი – კრემლის ლიდერმა ერთ დღეში სამივე ქვეყნის მიწაზე დაშვება მოასწრო. ამერიკის მოკავშირეების გადაბირება საერთო  სამხედრო სტრატეგიითა და სავაჭრო ურთიერთობებით – ეს პუტინის მრავალჯერ ნაცადი მეთოდია. ბოლო ერთ თვეში რუსეთის პრეზიდენტი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი თურქეთის პრეზიდენტს უკვე მეორედ შეხვდა. კრემლი ცდილობს, ისლამური ქვეყნების ლიდერებთან მეტი საერთო იპოვოს. მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი საკითხის გარშემო პუტინის და ერდოღანის პოზიციები იდენტურია – დონალდ ტრამპის ბოლო რეზონანსული გადაწყვეტილების შემდეგ ანკარიდან ვაშინგტონი მწვავედ გააკრიტიკეს.