„რუსეთის ხელისუფლება მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის – ყოველგვარი წინაპირობის გარეშე“, – ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა. მისი თქმით, ეს პოზიცია ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს, მოსკოვში, 25 აპრილს გამართული მოლაპარაკებებისას გააცნო. კრემლი ასევე იტყობინება, რომ შეხვედრაზე განიხილეს რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების შესაძლებლობა. შეგახსენებთ, რომ 26 აპრილს, ვატიკანში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „უკრაინა მზადაა ცეცხლის უპირობო შეწყვეტისთვის“.