ევროპელი ავტორების თვალით დანახული საქართველო და ქართული ლიტერატურის კავშირები ევროპულ კულტურასთან. ამ თემებს ეძღვნება წიგნი „ქართულ-ევროპულ ლიტერატურულ ურთიერთობათა ისტორიიდან,“ რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა. კრებულში განხილულია, ევროპელი მწერლების და მოგზაურების აღქმები საქართველოზე. წიგნი განკუთვნილია როგორც ლიტერატურათმცოდნეებისთვის, ისე სტუდენტებისა და დაინტერესბული პირებისთვის.