კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლების დაჯარიმების ფაქტი

შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით,  ტაქსის ორი კოვიდინფიცირებული მძღოლი 2000-2000 ლარით, იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს. ერთ-ერთი მათგანი კოვიდაღრიცხვაზე 2021 წლის 5 იანვრიდან იმყოფება, მეორე კი – 13 იანვრიდან. ორივე მათგანზე სპეციალისტებმა თვითიზოლაციის რეკომენდაცია გასცეს. თუმცა მიუხედავად ამისა, მოქალაქეებმა თვითნებურად დატოვეს იზოლაციის ადგილი. სამართალდამცველებმა მძღოლები კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს.