კოვიდინფიცირებული ჩვილის გარდაცვალება

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა. ოკუპირებული აფხაზეთიდან თბილისში გადმოყვანილ ბავშვს ე.წ. ინდური შტამი ჰქონდა დადასტურებული. ის კლინიკაში  პირველ ივლისს, სუნთქვის მწვავე უკმარისობით შეიყვანეს და მას შემდეგ მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. რაც შეეხება კლინიკაში მყოფ მესამე ახალშობილს, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.