კოვიდგადატანილი პაციენტების კვლევა დაიწყო 

500-მდე ადამიანს სპეციალური გამოკვლევები ჩაუტარდება იმის დასადგენად, თუ რა სახის გართულებებს ტოვებს ინფექცია ადამიანის ორგანიზმში. კვლევაში ის პაციენტები იქნებიან ჩართულები, რომლებმაც კორონავირუსი საშუალო ან მძიმე ფორმებით გადაიტანეს. შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, ქვეყანაში ინფიცირებულთა კლების ტენდენცია ნარჩუნდება, თუმცა ჩნდება ახალი საფრთხე. ბოლო სტატისტიკა აჩვენებს, რომ მეორე ტალღის დროს პირბადეების ტარების 75%-იანი მაჩვენებელი 43%-მდეა შემცირებული, რასაც ვაქცინაციის დაგვიანების ფონზე ეპიდემიოლოგები საგანგაშოდ მიიჩნევენ.