კოვიდ-სტატისტიკა ბაღებსა და სკოლებში

ბოლო კვირის მონაცემით, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 108 სკოლა და ცალკეული 687 კლასი. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. რაც შეეხება დაინფიცირების მაჩვენებელს, უწყების მონაცემებით, ბოლო კვირის განმავლობაში ვირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0,9%-ს, ხოლო მოსწავლეების 0,6%-ს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, კვლავ გრძელდება ვაქცინაციის პროცესი. ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის 69%. რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, როგორც თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოდან საქართველოს პირველ არხს აცნობეს, ამ დროისთვის, პერსონალსა და აღსაზრდელებს შორის „კოვიდ-19“-ის შემთხვევების დადასტურების გამო, თბილისის ბაღების ნახევარზე მეტი, სულ 98 ბაღი დახურულია. ისინი მუშაობას დახურვიდან ორი კვირის შემდეგ განაახლებენ.