COVID-19 - ვითარება საქართველოს რეგიონებში

აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დღეს არ დაფიქსირებულა. გასულ ღამეს, გამოკვლეული იყო 200 ანალიზი და ყველა პასუხი იყო უარყოფითი. კლინიკა „მედალფაში“ ინფიცირებულთა რაოდენობა უცვლელია – 37 პაციენტიდან ერთის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. გაიზარდა ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული კონტაქტების რაოდენობა. 550 პირიდან გამოკვლეულია 400-ზე მეტი. აჭარაში მიმდინარეობს მიზნობრივი ჯგუფების კვლევაც.

კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი ყავს ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს.  ხვალ, შესაძლოა, კლინიკიდან მეორე განკურნებული პირიც გაწერონ.

გამოჯანმრთელდა ლენტეხში დაინფიცირებული პირველი პაციენტიც. სპეციალისტების განმარტებით, პირველადი შედეგი ასევე უარყოფითია მის მცირეწლოვან შვილთანაც. ამ ეტაპზე  ინფიცირებული პაციენტები არ არიან სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში.

ცხელების ცენტრებიდან და რუხის საავადმყოფოდან კორონავირუსთან დაკავშირებით კვლევაზე გაგზავნილი 23 ტესტიდან, 19 უარყოფითია. დარჩენილი ოთხი პაციენტის ტესტების პასუხები კი, დღეს გახდება ცნობილი.