„კოვიდ-19“ - ვითარება ქუთაისში

ლოკალური ეპიდაფეთქებაა ქუთაისში.

32-ე სკოლის კლასტერი უკვე 32-მდე გაიზარდა. აქედან რვა შემთხვევა ცოტა ხნის წინ დადასტურდა. მათი კონტაქტების მოძიება ჯერ ისევ გრძელდება. ინფიცირების წყარო თბილისში გამართული საქორწილო წვეულებაა. ქუთაისის ცენტრში ახლა კარავია განთავსებული, სადაც მოქალაქეებს სურვილის შემთხვევაში „პისიარ“-ტესტირებას უფასოდ უკეთებენ. იმის გამო, რომ ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ადგილები აღარ არის, პაციენტები ახლომდებარე „კოვიდ“-ცენტრებში გადაჰყავთ.

ირმა ჭოლაძეს ვრთავთ პირდაპირ ეთერში.