კოვიდ-19 - ვითარება მსოფლიოში

მსოფლიოში 71 მილიონ 700 ათასს აღწევს კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა. გარდაცვლილია მილიონ 600 ათასზე მეტი ადამიანი.  ბოლო დღე-ღამეში აშშ-ში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 16 მილიონს გადააჭარბა. ვირუსის გავრცელების მაჩვენებლითა და ლეტალური შემთხვევების რიცხვით ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ევროპის მასშტაბით კი, პირველ ადგილს იტალია იკავებს, სადაც კოვიდ-19-ით 63 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.