კოვიდ 19 - ვითარება იტალიაში

კორონავირუსის გავრცელების გამო, იტალიაში დაიხურება ყველა კომერციული დაწესებულება, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა. ამის შესახებ ტელემიმართვაში იტალიის პრემიერ-მინისტრმა, განაცხადა. ჯუზეპე კონტეს თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიხურება რესტორნები და ბარები. მუშაობას გააგრძელებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ასევე ბანკები და სადაზღვევო კომპანიები. ქარხნები იმუშავებენ უსაფრთხოების ზომების დაცვით.

იტალიაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით 196 ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში, იტალიაში გარდაცვლილთა რიცხვი 827-ს შეადგენს. ამასთან, ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა 2000-ით და ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ამჟამად იტალიაში კორონავირუსის დიაგნოზი 12462 ადამიანს აქვს.