„კოვიდ-19“ - ვაქცინის მიღების პროცესი

საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინის დაგვიანების სხვადასხვა მიზეზი სახელდება.

კოვაქს პლატფორმის“ დღევანდელი განმარტების შემდეგ გაჩნდა ვარაუდი, რომ ქვეყანას გარკვეული კრიტერიუმები დაკმაყოფილებული არ აქვს. თუმცა, ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს ჯანდაცვის სამინისტრო, რომელიც ახლა თავად ელოდება „კოვაქსიდან“ განმარტებებს და არც ჩივილს გამორიცხავს. თამარ გაბუნია ხაზს უსვამს, რომ საქართველო „ფაიზერის“ ვაქცინის მისაღებად მზად არის და ყველა დოკუმენტაცია შევსებული აქვს. დღეს გაირკვა ისიც, რომ თებერვლის მეორე ნახევარში, როცა ვაქცინის პირველი დოზების მიღებას გვპირდებოდნენ, მთავრობა „კოვაქს პლატფორმასთან“ ჯერ ისევ შუალედურ მოლაპარაკებას აწარმოებდა. ფაქტია, რომ პროცესი დასრულებული არ არის და ვაქცინაციის დაწყება მინიმუმ ერთი თვით გადავადდა. „ასტრაზენეკასგან“ გასხვავებით, რომლის მიღებას მთავრობა მარტში ვარაუდობს, „ფაიზერზე“ უკვე კონკრეტული თარიღი აღარ სახელდება.