„კოვიდ-19“ - პანდემიის მართვის ღონისძიებები

ცალკეული რეგიონების ჩაკეტვა ჯერ არ იგეგმება, თუმცა მკაცრდება პრევენციული ზომები.

მზადყოფნას აძლიერებს ჯანდაცვის სისტემაც. ამ მომენტისთვის ქვეყანაში ინფიცირებულია 518 ადამიანი. იმისთვის, რომ ჰოსპიტალურმა სექტორმა დატვირთვას გაუძლოს, საავადმყოფოებში იწყება საწოლების მობილიზაციის პროცესი. „კოვიდ“-მიმღებ კლინიკებში განმარტავენ, რომ პირადი დაცვის საშუალებების მხრივ ამ ეტაპზე პრობლემა არ აქვთ. ეპიდსიტუაციის გაუარესებასთან ერთად იზრდება ტესტირების მასშტაბები. ამ დროისთვის „პისიარ“-ტექნოლოგიით დღეში საშუალოდ 10 000-მდე ადამიანს ტესტავენ. დამაიმედებელია ის გარემოება, რომ გლობალურად კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი შემცირებულია, თუმცა ფაქტია, რომ „კოვიდ-19“-ს, სხვა ვირუსებისგან გასხვავებით, ძალა ზაფხულის სეზონზეც არ დაუკარგავს.