„კოვიდ-19“-ის შედეგები და ახალი გლობალური პანდემიის საფრთხე - ჯანმო-ის ექსპერტთა ჯგუფი ჩინეთში ჩადის, მეცნიერები ჩინეთში აღმოჩენილი ღორის გრიპის შესწავლას იწყებენ, გადადის თუ არა G4 ღორიდან ადამიანზე და რა საფრთხეს უქმნის მსოფლიოს ახალი ვირუსი

„კოვიდ-19“-ის შემდეგ მსოფლიო შესაძლოა კიდევ ერთი გლობალური გამოწვევის წინაშე აღმოჩნდეს.

ჩინეთში აღმოჩენილმა გრიპის ვირუსის შტამმა ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებს  ახალი საფიქრალი გაუჩინა. ეს არის G4 შტამის ვირუსული ინფექცია, რომელიც ღორიდან ადამიანზე გადადის. ახლა მთავარი კითხვაა, განიცდის თუ არა მუტაციას და გავრცელდება თუ არა ადამიანიდან ადამიანზე საშიში შტამი. სანამ მეცნიერები ახალ ვირუსს აქტიურად აკვირდებიან, პარალელურად ჩინეთიდან გავრცელებული კიდევ ერთი ვირუსული ინფექციის, „კოვიდ-19“-ის გამო რამდენიმე ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სურათი უარესდება.