„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა

პფაიზერის“ და „ბიოენტექის“ მიერ წარმოებული ვაქცინის დანერგვის შემდეგ აშშ-ში კიდევ ერთი მაღალეფექტური ვაქცინის გამოყენება იწყება. სურსათის და მედიკამენტების სააგენტოს მრჩეველთა საბჭომ „მოდერნას“ მიერ შექმნილ ვაქცინას მხარი დაუჭირა, რაც დიდი ალბათობით ავტორიზაციის მინიჭების პროცესს დააჩქარებს. უკვე მეორე კვირაა, აშშ-ში რისკ-ჯგუფებს ამერიკულ-გერმანული კომპანიების მიერ ერთობლივად შექმნილი ვაქცინით ცრიან. პირველი მაღალჩინოსანი, რომელმაც „პფაიზერის“ და ბიოენტექის ვაქცინა გაიკეთა, ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსია. ვაქცინაციის პროცესი პირდაპირ ეთერში აჩვენეს.

როგორ მიმდინარეობს ვაქცინაცია და როგორია პროგნოზები, – „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ეკა მაღალდაძე ვაშინგტონიდან.