კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში 

ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას მთავრობა სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში დაამტკიცებს. ამის შემდეგ კი დოკუმენტის შინაარსის გაცნობა ყველასთვის შესაძლებელი იქნება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შესაბამის სქემაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია. როგორც ამ ეტაპზეა ცნობილი, დაახლოებით ერთ თვეში, ქვეყანა „ფაიზერის“ მცირე რაოდენობას მიიღებს, რომლითაც მედიცინის მუშაკები და მაღალი რისკის ჯგუფები აიცრებიან. ვაქცინის შემოტანის შემდგომი ეტაპი კი მარტში იქნება, თუმცა რომელ მწარმოებელთან გაფორმდება ხელშეკრულება, ეს ჯერ უცნობია.