საქართველოში ვაქცინაციის ეროვნული გეგმა დამტკიცებულია.
65-გვერდიან დოკუმენტში რვა მიმართულებაა გაწერილი. ერთ-ერთი მთავარი საკითხი კი ასაცრელი ჯგუფების შერჩევაა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გეგმის მთავარი მიზანია, რომ მიმდინარე წელს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზრდასრული მოსახლეობის 65 პროცენტს ჩაუტარდეს.