COVID 19 - პანდემია მსოფლიოში

მსოფლიო მასშტაბით ყველაზე მძიმე სურათი რუსეთშია, რომელიც დაავადების გავრცელების ეპიცენტრშია.

ყოველდღიურად ქვეყანაში საშუალოდ 10 000-მდე ახალი შემთხვევა ვლინდება. ვითარების სტაბილიზაციის ნიშნები ჯერ ისევ არ ჩანს აშშ-შიც, რომელიც მსოფლიოში დაავადებულთა და დაღუპულთა რაოდენობით პირველ ადგილზეა. მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, ამერიკაში შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად მაინც იწყება.

მკაცრი საკარანტინე რეჟიმის შემდეგ ცხოვრების ძველ რეჟიმს უბრუნდებიან ევროპის ის ქვეყნებიც, სადაც ახალმა კორონავირუსმა ათი ათასობით ადამიანი იმსხვერპლა და უფრო მეტი დააინფიცირა. თუმცა, პანდემიის მეორე ტალღის თავიდან ასაცილებლად შეზღუდვების მოხსნა რამდენიმე ეტაპად იგეგმება. საკარანტინე ზომების გაუქმებას ისევ არ ჩქარობს დიდი ბრიტანეთი, სადაც ყოველდღიურად დაღუპულთა რაოდენობა მაინც მზარდია.