„კოვიდ-19“-ის გავრცელების მაჩვენებელი

კორონავირუსის გავრცელება დაღმასვლისკენ მიდის.

დღის ბოლოს „კოვიდ-19“ კიდევ ორ ადამიანს დაუდასტურდა და ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა.

ორი ახალი შემთხვევა ამჯერად მარნეულის რაიონის სოფელ კირაჩმუღანლოს უკავშირდება, სადაც მანამდე კორონავირუსი საერთოდ არ დადასტურებულა. ბოლო დღეებში ახალი ფაქტები აღარ გამოვლენილა ბოლნისის ყველაზე სარისკო ზონებში, ასევე ახლადშექმნილ საბურთალოს კლასტერში, რაც სავარაუდოდ, ჯაჭვის გაწყვეტაზე მიუთითებს.

დაავადების გავრცელების კლების მიუხედავად, ეპიდემიოლოგები მოქალაქეებს მოსალოდნელ რისკებზე აფრთხილებენ. მითუმეტეს საზღვრების გახსნის თარიღის მოახლოების ფონზე. უკვე ცნობილია, რომ საქართველო პირველ ეტაპზე ტურისტებს არ მიიღებს ქვეყნებიდან, სადაც მძიმე ეპიდემიოლოგიური სურათია.