„კოვიდ 19“-ის გავრცელება საქართველოში

უკვე თითქმის ერთი კვირაა ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობა ერთ ციფრიან ნიშნულს არ ცდება.

დღეს გამოვლენილი შემთხვევებიდან, სამივე იმპორტირებულია. „კოვიდ-19“-ი საერთაშორისო გადაზიდვებზე დასაქმებულ მძღოლებს დაუდასტურდათ, რომლებსაც მეზობელ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია აქვთ. ეპიდ-სიტუაცია არ გართულებულა არც ჩაკეტილ ზონაში, გაჩიანის დასახლების მცხოვრებლებს სასოფლო სამეურნეო პროდუქციის გატანა უკვე თავადაც შეუძლიათ, თუმცა კარანტინის ზონად გამოცხადებული ყარაჯალარის დატოვებას მხოლოდ ის პირი შეძლებს, რომლის ტესტირების პასუხიც „კოვიდ-19“-ზე უარყოფითი იქნება. მზარდია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა.

საავადმყოფოებიდან დღეს გაწერილ შვიდ პაციენტს, ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი განკურნებული შეემატა. ქალბატონს, რომელიც ბათუმის კლინიკაში თითქმის ერთი თვის განმავლობაში მკურნალობდა, ვირუსი აღარ უდასტურდება.