კოვიდ-19-ის არეალი და მსოფლიო სტატისტიკა

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში 275 434  ადამიანია ინფიცირებული. აქედან 104 591 ევროპაში. ყველაზე რთული მდგომარეობა იტალიაშია, სადაც ბოლო 24 საათში, კორონავირუსს 627 ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ამჟამად 47 ათასს აჭარბებს. გამოჯანმრთელდა 5 129 ადამიანი, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება 2 655 პირი.

იტალის შემდეგ  ყველაზე რთული მდგომარეობა ესპანეთშია, სადაც გარდაცვლილთა რაოდნობამ ათასს გადააჭარბა.  შემთხვევათა რაოდენობამ იმატა საფრანგეთშიც. კორონავირუსით 24 საათში 78 ადამიანი გარდაიცვალა. საფრანგეთში დაღუპულთა საერთო რაოდენობა 450-ს აღწევს.

გარდაცვლილთა 87 პროცენტი 70 წელს გადაცილებული ადამიანები არიან. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი საფრანგეთში 12 612-ია. გერმანიაში დაინფიცირებულთა რაოდენობა უკვე 20 ათასს აღწევს.