კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევები ოკუპირებულ აფხაზეთში

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გასულ დღე-ღამეში გამოიკვლიეს 96 პირი. გარდაიცვალა 58 წლის მამაკაცი, რომელიც კლინიკაში 9 სექტემბერს შეიყვანეს, მანამდე ის სახლის პირობებში მკურნალობდა. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 106 ინფიცირებული პაციენტი რჩება, 14-ის მდგომარეობა მძიმეა.

ოკუპირებულ აფხაზეთში სულ კორონავირუსით ინფიცირების 1 352 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელდა 434, გარდაიცვალა ათი პაციენტი.

დატოვე კომენტარი