„კოვიდ-19“-ის 25 ახალი შემთხვევა საქართველოში

 მაისის შემდეგ ეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა მკვეთრი ზრდის უკვე მეორე შემთხვევაა. 22 ივლისის მერე, დღიური მაჩვენებელი 20-ს დღეს პირველად ასცდა. ე.წ. მესტიის კლასტერი 17 ადამიანს მოიცავს და ყველა მათგანს ერთმანეთთან აქვს კავშირი.

ინფიცირების წყარო დადგენილია და ის, სავარაუდოდ, თბილისიდან ჩასული სტუმარია. კლასტერის გაზრდის რისკი მაღალია, რადგან ინფიცირებულები ბევრ ადგილზე იმყოფებოდნენ. ახლა ეპიდემიოლოგები კლასტერის გაფართოების პრევენციასა და დაავადებულთა ყველა კონტაქტის მოძიებას ცდილობენ. ამ მიზნით დაგეგმილია მასობრივი ტესტირება, დაინფიცირებულებთან კავშირში მყოფები კი კარანტინში გადაჰყავთ. შიდა ტურიზმის გახსნიდან თითქმის ერთ თვეში, ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ადგილი ვიზიტორებს დღეიდან ვეღარ მიიღებს.