„კოვიდ-19“-ის 1374 ახალი შემთხვევა საქართველოში

კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა და უკიდურესად გამწვავებული ეპიდვითარება. ბოლო თვეების განმავლობაში, დღეს, 13 აპრილს  ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა გვაქვს. უპრეცედენტოდ მაღალია ვირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი – 3,66%. მომატებულია ლეტალობის შემთხვევებიც  – გარდაიცვალა 11 ინფიცირებული.

პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და ხალხმრავალი ადგილების თავის არიდება. ვირუსის შესაკავებლად ბერკეტები უცვლელია, თუმცა, რეგულაციებს მოქალაქეების ნაწილი აღარ იცავს.

როგორ აფასებენ მესამე ტალღის დასაწყისს სპეციალისტები და რა ვითარებაა ვაქცინაციის კუთხით.

მოამბე