„კოვიდ -19“  -  ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ისევ საყურადღებო ხდება. ბოლო ათდღიანი შედარებითი დასტაბილურების შემდეგ, „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი ერთნიშნა ციფრს ისევ ასცდა. გამოვლენილია კორანავირუსის 15 ახალი შემთხვევა. ოთხი ისევ გაჩიანს უკავშირდება, სადაც ივლისის მეორე ნახევრიდან რამდენიმე კლასტერი გაჩნდა. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სამ შემთხვევაში ეპიდემიოლოგები პირველწყაროზე გასვლას ვერ ახერხებენ. სიტუაციის შედარებით გართულების მიუხედავად, ამ ეტაპზე სწავლის გადადება არ იგეგმება, თუმცა 15 სექტემბრიდან სკოლებში სასწავლო პროცესი ახალი რეგულაციებით დაიწყება.

დატოვე კომენტარი