„კოვიდ-19“ - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

კიდევ ერთი ახალი კლასტერი ყალიბდება ლარსის გამშვებ პუნქტზე.

დღევანდელი შემთხვევებიდან შვიდი სწორედ საბაჟო-გამშვები პუნქტის თანამშრომელია. მათი ინფიცირების წყარო ამავე პუნქტზე დასაქმებული 27 წლის მამაკაცია. სწორედ ლარსთან ხდება ახლა ეპიდემიოლოგების ჯგუფების მობილიზება, რათა დაავადებულთა კონტაქტები დროულად იყოს მოძიებული და იზოლირებული. რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით არსებულ სურათს, გუშინდელისგან გასხვავებით, დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების მაჩვენებელი 20-ს ჩამოსცდა. დღევანდელი მონაცემებით, ვირუსი 14 ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო ერთ თვეში კორონავირუსის შემთხვევების საგრძნობლად მატებას ეპიდემიოლეგები საგანგაშოდ ჯერ არ მიიჩნევენ, თუმცა პროგნოზები არცთუ დამაიმედებელია შემოდგომასთან დაკავშირებით.