„კოვიდ-19“ - ეპიდემიოლოგიური ვითარება

სამნიშნა ნიშნული დღესაც შენარჩუნდა.

„კოვიდ-19“-ით ინფიცირებულებს 182 ახალი შემთხვევა დაემატა. აჭარა, განსაკუთრებით ბათუმი ეპიდაფეთქების კერაა. რეგიონში ეპიდემიოლოგიური კონტროლი იმდენად არის გართულებული, რომ კლასტერების დაკონკრეტება აღარ ხდება. ყოველდღიურად სულ უფრო იკლებს გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკა. ქალაქების და რაიონების ნაწილში სწავლის დაწყების ფონზე ვირუსული ინფექციის პირველი შემთხვევებია გამოვლენილი. ახალი კორონავირუსი გამოვლინდა წყალტუბოს და ჭიათურის სკოლებში. ახალი შემთხვევების ნახტომისებური მატება წინა კვირიდან დაიწყო, რაც შიდა ტურიზმის დასრულების პერიოდს ემთხვევა. მარტო ბოლო 10 დღეში „კოვიდ-19“-ით დაავადებულთა რაოდენობა ოთხჯერ არის გაზრდილი.