„კოტეს თასი“

„კოტეს თასის“ მფლობელი საქართველოს მედია ნაკრები გახდა. ლეგენდარული ქართველი სპორტული კომენტატორის, კოტე მახარაძის თასის გათამაშება წელს თბილისში მეოთხედ გაიმართა და მას „ინტერი საქართველოს“ აკადემიამ უმასპინძლა. მთავარი პრიზისთვის 8 ნაკრები იბრძოდა – მათგან ორი კი, საქართველოს წარმოადგენდა. გადამწყვეტ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა რუმინეთის გუნდი ანგარიშით 4:2 დაამარცხა.