კოტეს თასი – 100

21:55, 14.10.2026

ბათუმში ლეგენდარული ქართველი კომენტატორის, კოტე მახარაძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი, მინი ფეხბურთის რიგით მეშვიდე საერთაშორისო მედია ტურნირი გაიმართა.

წელს შეჯიბრში რვა ქვეყნის მედია ნაკრები მონაწილეობდა. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს საქართველოსა და სომხეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ, სადაც ჩვენი გუნდი ანგარიშით 3:2 დამარცხდა და ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა. მედია ტურნირის გამარჯვებულ სომხეთს, მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძის მიერ ექსკლუზიურად შექმნილი მთავარი პრიზი გადაეცა. მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს კი – მედლები და სამახსოვრო პრიზები.

 

მსგავსი