კოტე მახარაძის იუბილე

ქართველ მსახიობს, ცნობილ სპორტულ კომენტატორსა და საქართველოს დამსახურებულ არტისტს, კოტე მახარაძეს დღეს 91 წელი შეუსრულდებოდა. დიდუბის პანთეონში მისი ხსოვნისთვის პატივის მისაგებად მეგობრები, კოლეგები და ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. კოტე მახარაძე 2002 წლის 19 დეკემბერს, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.