კოტე მახარაძის გახსენება

კოტე მახარაძის გარდაცვალებიდან 16 წელი გავიდა.

ლეგენდარული კომენტატორი და საქართველოს დამსახურებული არტისტი, ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა, ვეტერანმა სპორტსმენებმა და ჟურნალისტებმა დიდუბის პანთეონში გაიხსენეს.

კოტე მახარაძე 1926 წლის 17 ნოემბერს თბილისში დაიბადა. ქართულ და რუსულ ენაზე ტელე და რადიო რეპორტაჟები მას 40 წლის განმავლობაში მიჰყავდა. მთელმა ქვეყანამ სწორედ მისი კომენტარით მოისმინა თბილისის „დინამოს“ ორი ისტორიული მატჩი : 1964 წელს, როდესაც თბილისური კლუბი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა და 1981 წელს, როდესაც „დინამომ“ იენის „კარლ ცაისი“ ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში დაამარცხა. კოტე მახარაძეს წელს 92 წელი შეუსრულდებოდა.