კოტე მახარაძის 100 წლისთავი

22:03, 17.11.2026

ცნობილ მსახიობსა და სპორტულ კომენტატორს 100 წელი შეუსრულდებოდა. სცენაზე შესრულებული როლები, ფრაგმენტები სხვადასხვა დროს ჩაწერილი ინტერვიუებიდან, ცნობილი მატჩები, გამორჩეული ხმით და ემოციებით წაყვანილი რეპორტაჟები და ისტორიული დღე, როცა საქართველოს მოსახლეობას „დინამოს“ ტრიუმფალური გამარჯვების შესახებ ამცნო – მომდევნო რეპორტაჟში გავიხსენებთ ლეგენდარულ კოტე მახარაძეს. გამოყენებული იქნება უნიკალური მასალები პირველი არხის არქივიდან.

ადამიანი, რომელმაც განსაკუთრებული კვალი დატოვა როგორც ქართულ სცენაზე, ისე სპორტული ჟურნალისტიკის ისტორიაში. 40 წლის განმავლობაში მიჰყავდა რეპორტაჟები ოლიმპიური თამაშებიდან, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებიდან. ხმა, რომელიც მსმენელს არასდროს დაავიწყდება. 17 ნოემბერი ლეგენდარული ქართველის, კოტე მახარაძის დაბადების დღეა.

მსგავსი