კოტე იოსელიანის გამოკითხვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით კოტე იოსელიანი იკითხება.

საქმე ეხება მისი მეუღლის, თინა ბოკუჩავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, კოტე იოსელიანი გაიტაცეს და უტა ივანიშვილისთვის ბოდიშის მოხდა აიძულეს. კოტე იოსელიანმა ვიდეო, სადაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის სოციალურ ქსელში 8 ივნისს გამოაქვეყნა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.