კოშკების რეაბილიტაციის საკითხი უშგულში

სვანური კოშკები, რომლებსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვთ, საფრთხის წინაშეა.

ცოტა ხნის წინ რეაბილიტირებული კოშკები და მაჩუბები ნგრევის პირასაა. თითქმის თვეა თვეა, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს და პერიოდულად საპროტესტო აქციებს მართავს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში, რომელიც სვანური კოშკების რეაბილიტაციას ახორციელებს, დღეს უკვე ხარვეზებს არ გამორიცხავენ. თუმცა, საბოლოო დასკვნა სპეციალისტების ჯგუფმა უნდა დადოს.