კოშკები და მაჩუბები – რეაბილიტაციის მოლოდინში
უშგული მესტიის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელს აერთიანებს და თუშეთის ბოჭორნას შემდეგ, ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებად მიიჩნევა. სოფელი ჩაჟაში კი, იუნესკო-ს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია. შხარას საოცარი ხედები, უნიკალური მოხატულობის უძველესი ტაძრები და თითქმის ათი საუკუნის სვანური კოშკები ზღაპრულ გარემოსა და წარუშლელ შთაბეჭდილებებს ქმნიან. ისტორიით, კულტურული თავისებურებებითა და ულამაზესი ბუნებით უშგული განსაკუთრებით მიმზიდველია ტურისტებისთვის, თუმცა, ამ თემში ყოველდღიურობა ადგილობრივებისთვის მარტივი არ არის. თემში შემავალ სოფლებში მხოლოდ 75 ოჯახი და 300-მდე ადამიანი ცხოვრობს. ახლა მათთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისტორიული მნიშვნელობის მემკვიდრეობის გადარჩენაა. მიუხედავად იმისა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ბოლო წლების განმავლობაში გარკვეული ნაწილი აღადგინა, სავალალო მდგომარეობაშია მე-9, მე-12 საუკუნეების ძველი სვანური მაჩუბებ-დარბაზებისა და საგვარეულო კოშკების დიდი ნაწილი.
ნატალია ბერულავასა და მურად ფარცვანიას რეპორტაჟი სვანეთიდან #მოამბერეგიონები