კოშაძის საქმე

თბილისის საქალქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის, კობა კოშაძის საქმეზე პირველი არსებითი განხილვა გაიმათა.

პროცესზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს. დაცვის მხარის განცხადებით, პროკურატურამ ვერ წარადგინა მტკიცებულებები კოშაძის ბრალეულობაზე. ბრალდების განცხადებით, მომდევნო პროცესზე დაიკითხებიან პოლიციელები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ კობა კოშაძის დაკავებაში. პროკურორის განმარტებით, სწორედ ეს მოწმეები დაადასტურებენ კოშაძის ბრალეულობას.

შეგახსენებთ, კობა კოშაძეს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას ედავება, რაც 4-დან 7-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.