„საქართველოს რკინიგზაში“ კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით, რვა პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს სასამართლო. პასუხისგებაშია მიცემული ყოფილი დირექტორი, დავით ფერაძე, მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, კომპანიაში აღნიშნული პირების მუშაობის პერიოდში გამოყენებული იყო კორუფციული სქემები, რითაც სხვადასხვა დანაშაულებრივი ხერხით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და უკანონოდ მოპოვებულ ქონებას მისცეს კანონიერი სახე.
ხატია ჯამალაშვილის ჩართვა #მოამბე